ფაკულტეტი

2

ფაკულტეტი _   უმაღლესი სასწავლებლის ცალკეული განყოფილება, სადაც ისწავლება გარკვეული სამეცნიერო დისციპლინები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სპეციალობა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილია ერთმანეთისკენ მიმართული თითები, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.