გადასახლება – 1. ერთი ადგილიდან წასვლა ან აყრა და სხვაგან დასახლება 2. დასჯის მიზნით შორეულ მხარეში იძულებით გაგზავნა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, თითების წვერები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამგზავრება“ / „გადასვლა“ – იდაყვში მოხრილი ხელით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.