ადათი

adaTi

ადათი  _  მამა-პაპათაგან გადმოცემული ჩვეულება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ _ მარჯვენა გაშლილი ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ხელი ეშვება მარცხენა ხელისკენ და მაჯით ზემოდან ედება მარჯვნივ მიმართულ მარცხენა გაშლილ ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული,  სიტყვა-ჟესტი „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.