უწყება

3

უწყება  _   შეტყობინება, ცნობა, მიწერილობა სადმე მიწვევის შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტყობინება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუბლთან განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წრიულად  მოხრილია საჩვენებელი თითებით და ზევით აღმართული ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.