უთო _ გლუვძირიანი, სახელურიანი გასახურებელი ხელსაწყო თეთრეულისა და ტანისამოსის გასასწორებლად, გასატკეცად
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ; მარჯვენა ხელი მარცხენა ხელისგულის ზემოთ ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.