უთანასწორო

 

3

უთანასწორო    _    არათანაბარი, არატოლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „უდრის“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.