უსასრულო

2

უსასრულო _  რასაც დასასრული არა აქვს, დაუსრულებელი, დაუბოლოებელი, უსაზღვრო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ციკლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უვადო“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული არათითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვენა არათითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.