ურთიერთგაგება

9

ურთიერთგაგება  _ ურთიერთშორის გაგება, ერთმანეთის გაგება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ურთიერთობა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.