უპატრონო _ ვისაც ან რასაც პატრონი არა ჰყავს, ტიალი, ოხერ-ტიალი
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მფარველი“ _ მარცხნივ მიმართულია მხართან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება ყელს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.