უნიჭო _ ვისაც ნიჭი არა აქვს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნიჭი“ – სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.