უნამუსო _ უსინდისო, უსირცხვილო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ _ ქვევით მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ლოყას დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.