ულაპარაკოდ _ ლაპარაკის გარეშე, უსიტყვოდ, სიტყვის შეუბრუნებლად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლაპარაკი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.