უკვდავება _ უკვდავად ყოფნა, მარად არსებობა, მარადიულობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უვადო“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული არათითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვენა არათითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ადევს ზედ მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცოცხლე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.