უკულტურო

4

უკულტურო  _ კულტურის მხრივ ჩამორჩენილი, დაბალი კულტურის მქონე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კულტურა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.