უკმაყოფილო _ ვინც კმაყოფილი არ არის, ნაწყენი, გულნაკლული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კმაყოფილი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული გაშლილი, მარცხნივ მიმართული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.