უკლებლივ _ სრულად, ყველა ან ყველაფერი გამონაკლისის გარეშე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „უარყოფითი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.