უიმედო

7

უიმედო  _ ვისაც იმედი არა აქვს, იმედდაკარგული, სასოწარკვეთილი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რწმენა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება  მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.