სანადირო _ ნადირობისათვის განკუთვნილი, ნადირობის შესაფერი, ნადირობისა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანადირო თოფი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და მარცხნივ, ზევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.