სახაზავი _ რაც უნდა ხაზონ, დასახაზავი ან რაზეც ხაზავენ, ხაზვისათვის განკუთვნილი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს მარცხენა ხელის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.