ქიშმიში

5

 

ქიშმიში  _  შემჭკნარი და გამომშრალი ყურძნის მარცვალი, იყენებენ კულინარიაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურძენი“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და მარცხნივ მიმართული, მომდევნო ფაზაში მარჯვენა საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს სცილდება;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამხმარი“ – მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.