ქარვა _ ყვითელი ფერის მაგარი, გამჭვირვალე ფისოვანი ნივთიერება, იყენებენ სხვადასხვა სამკაულებისა და წვრილმანი ნივთების დასამზადებლად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ნეკები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“_ მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, იმავე კონფიგურაციით ხდება პოზიციათა მონაცვლეობა და ბოლო ფაზაში მარცხენა ხელი ადევს მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.