პროპაგანდა

3

პროპაგანდა  _   პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა იდეის, მოძღვრების, თეორიის გავრცელება დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტების გზით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტყობინება“ _ სხეულისკენ მიმართულია შუბლთან განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და  საჩვენებელი თითები მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროვოკაცია“ _ ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.