მოუცლელი – ვინც მოცლილი არ არის, დაკავებული (საქმით)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ხელისგული ფართოდ გაშლილი თითების რხევით მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
