მოუსვენარი – ვისაც ან რასაც მოსვენებით ყოფნა არ შეუძლია, დაუდეგარი, დაუდგრომელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოსვენება“ – წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები მკერდს ეხება და სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
