ხურდა _ რისამე ყიდვის დროს მსხვილი ფულიდან მიღებული ნაშთი, წვრილი ფული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხურდა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენას და სამჯერ ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებით მოძრაობას სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.