ჯიგარი

2

ჯიგარი – ჟარგონული სიტყვა სამეტყველო ქართულში _ გემრიელი, კარგი ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟკაცი“_  სხეულისკენ მიმართულია ულვაშთან განთავსებული ხელისგული, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი და ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.