გაბერილი

5

გაბერილი   გავსებული ისე, რომ მოცულობა გაზრდილი ჰქონდეს

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბერვა“    ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით,  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.