ხარბი

ხარბი  _   მეტად ბევრის მსურველი, გაუმაძღარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხანჯალი

ხანჯალი  _  ბრტყელი, ორპირი, წვეტიანი იარაღი, სატევარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, … Read more

Categories

ხანძარი

ხანძარი _   დიდი, გამანადგურებელი ცეცხლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ნეკები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ხანი

ხანი _    დროის მონაკვეთი, დრო, ჟამი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(დროის) განმავლობა“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. … Read more

Categories

ხანგრძლივი

ხანგრძლივი _   რაც დიდხანს გრძელდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგრძელება“ _ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ. … Read more

Categories

ხალხმრავლობა

ხალხმრავლობა _    მრავალი ხალხის თავმოყრა, ხალხის სიმრავლე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხი“ _  მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაზარი“ _ ქვევით  მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი … Read more

Categories

ხალხი

ხალხი  _ ადამიანთა სიმრავლე, მრავალი ადამიანი ერთად, ადამიანები   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ხალისი

ხალისი  _    მონდომება, გაკეთების სურვილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ხალათი

ხალათი  _    აღმოსავლური გრძელი და ფართო ზედა ჩასაცმელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება დაახლოებითი, სინქრონული მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ხათრი

ხათრი   _   პატივისცემა, თავაზი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული რკალური … Read more

Categories

ხაზი

ხაზი  _  ვიწრო ზოლი რისამე ზედაპირზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხაზი

ხაზი  _  ვიწრო ზოლი რისამე ზედაპირზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories