წყენა

წყენა  _  უკმაყოფილება, უსიამოვნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და თითები უფრო იხრება ფალანგებში, ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

წუნი

წუნი _  ნაკლი, დეფექტი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წვლილი

წვლილი  _  მონაწილეობა, სხვებთან ერთად შესრულებული საქმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ცერით მიმართულია წინ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ცხვირსახოცი

ცხვირსახოცი  _  თხელი ქსოვილის პატარა ოთხკუთხედი ნაჭერი, რომელიც იხმარება ცხვირის მოსაწმენდად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი საჩვენებელი თითი მიმართულია ცხვირისკენ, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება ორჯერადი მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ცრუ

ცრუ  _  მატყუარა, ვინც ცრუობს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.      

Categories

ცოლ-შვილი

ცოლ-შვილი  _  ჯალაბობა, სახლეული, ოჯახი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება … Read more

Categories

ცვლილება

ცვლილება _  სხვაგვარად ქცევა, გარდაქმნა, გადასხვაფერება, შეცვლა, ცვალებადობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, გაშლილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ცენტრი

ცენტრი  _ წერტილი, რომელიც თანაბარი მანძილით არის დაცილებული წრეხაზის  ყოველ წერტილს, რისამე შუაგული, შუა ადგილი, შუა ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია თითები, ქვევით ჩაწეულია შუათითი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი შუათითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ჩაქაფული

ჩაქაფული  _  ცხვრის ხორცის კერძი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, ბოლო ფაზაში მარცხენა ხელი ადევს მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩაი

ჩაი _  მარადმწვანე ბუჩქი, რომლისგანაც ამზადებენ კვების პროდუქტს და იყენებენ ცხელი სასმელის დასამზადებლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ და ქვევით მიმართულია პირის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

შუქნიშანი

შუქნიშანი   _    სასიგნალო ელექტროფარანი სამი ფერის (მწვანე, ყვითელი და წითელი) მინით, რომელიც გამოიყენება ქუჩებსა და გზებზე მოძრაობის სარეგულაციოდ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის გასწვრივ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, სრულდება სამჯერადი მოძრაობა სხეულისკენ, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

შეხვევა

შეხვევა   _  გეზის, მიმართულების შეცვლა, გადახვევა, გადასვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეხვევა

შეხვევა _   გახვევა, გამოხვევა, შებურვა, შეფუთვნა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა მარცხენა ხელის თითების ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეშინებული

შეშინებული  _ შიშით მოცული, შიშით ატანილი; ძლიერ შემკრთალი, დამფრთხალი, დაფეთებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიში“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება … Read more

Categories

შესამჩნევი

შესამჩნევი _  თვალში მოსახვედრი, შესატყობი, დასანახავი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories