ფრჩხილი

98

ფრჩხილი  –    რქოვანი წანაზარდი თითის წვერზე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვვეით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ გადაადგილდება და საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფეხსაცმელი

97

ფეხსაცმელი  _  ფეხზე ჩასაცმელი, ფეხის სამოსი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მარჯვენა ხელის თითების ქვეშ განთავსებული, გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფარული კენჭისყრა

96

ფარული კენჭისყრა  ფარული ხმის მიცემით რაიმე საკითხის გადაწყვეტა ან ვისიმე არჩევა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ –  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერი ჯერ მარჯვენა ლოყას ეხება მსუბუქად და ქვევით მოძრაობს, შემდეგ – მარცხენას და ისევ ქვევით მოძრაობს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება ყელს; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელის აწევა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

 

 

 

კატეგორია:

უხერხულობა

95

უხერხულობა _ შეუფერებელი, საჩოთირო მდგომარეობა, შეზღუდულობა, მოუხერხებლობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

უფერო

94

უფერო  –   უფერული, რასაც ფერი არა აქვს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, სახის წინ ფართოდ გაშლილი თითებით რკალური მოძრაობა სრულდება ზევიდან ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

უფასო

93

უფასო  –     რაშიც ფასს, ფულს არ ახდევინებენ, უსასყიდლო

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება

რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უუფლებო

92

უუფლებო  –   ვისაც რისამე უფლება არა აქვს, უფლებაწართმეული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფლება“ – მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უსულო

91

უსულო _ რასაც სული არ უდგას, რაც სულდგმული არ არის, უსიცოცხლო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნთქვა“ _ ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ულევი

90

ულევი   –  ბევრი, უსაზღვრო, გაუთავებელი; აუარებელი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

უკეთესი

89

უკეთესი  _   უფრო კარგი, უმჯობესი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით  მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უზრუნველი

88

უზრუნველი  –   ვინც არაფერზე ზრუნავს, ვისაც საზრუნავი არა აქვს, უდარდელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზრუნვა“ – წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ზევით აღმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

კატეგორია:

უეცრად

87

უეცრად  _  მოულოდნელად, უცაბედად

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

უდარდელი

86

უდარდელი  –   ვისაც დარდი არა აქვს, უშფოთველი, კმაყოფილი, მხიარული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარდი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ტყე

85

ტყე  _   ხეებით დაფარული ვრცელი ფართობი, მცენარეული საფარის ერთ-ერთი ძირითადი ტიპი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტროტუარი

84

ტროტუარი   –  ქუჩის ორივე მხარეზე, სახლების გასწვრივ გაყოლებული, ოდნავ შემაღლებული გზა ფეხით მოსიარულეთათვის

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: