აგრარული

02

აგრარული  _ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სოფელი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ფართოდ  გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ  გაშლილი თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“  _ ხელისგულები მიმართულია წინ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აბი

01

აბი   _    წამლის ტაბლეტი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები  ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „(აბის) ფორმა“  _ ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აბა

599

აბა  _  შეგულიანების, წაქეზების ფორმა

 

ერთხელიანი, მრავალფაზიანი ჟესტი, მუშტად შეკრულია თითები და გაშლილი ცერი ნიკაპის გასწვრივ სხეულის პერპენდიკულარულად ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, თითი მსუბუქად ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია: