ყოჩაღ

10

ყოჩაღ    ბარაქალა! მოწონების, წახალისების გამომხატველი სიტყვა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყაურმა

9

ყაურმა  _    თავისავე ქონში ხახვით მოხრაკული ცხოველის შიგნეულობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ღვიძლი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღუმელი

8

ღუმელი _  აგურის, ქვის ან რკინის მოწყობილობა, რომელიც ხურდება რაიმე საწვავით ან დენით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სითბო“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(სითბოს, სინათლის) გავრცელება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღუზა

7

ღუზა _  გრძელ ჯაჭვზე მობმული რკინის კავებიანი ღერო, რომელიც ზღვის ან მდინარის ფსკერზე ჩაშვებისას კავებით ნიადაგს ეჭიდება და გემს ერთ ადგილას აჩერებს

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართული მარცხენა საჩვენებელი თითი ეხება მარჯვენა საჩვენებელი თითის სახსარს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღრუბელი

6

ღრუბელი   _  წყლის შესქელებული ორთქლი, ჰაერში დაგროვილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღრმა

5

ღრმა   _ ზედაპირიდან ფსკერამდე დიდი მანძილის შემცველი, სიღრმის მქონე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული  თითებით მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღვინო

4

ღვინო  _  ყურძნის ნაწური, თავისით დადუღებული, მათრობელა სასმელი

 

ერთხელიანი,  დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია  ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, ყელს ეხება საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

ღვედი

3

ღვედი  _   მანქანაში მხარზე გადასაჭერი თასმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „მანქანა“ _ მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თასმა“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს მარცხენა მკერდის ზემოთ, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღაბაბი

2

ღაბაბი _   სიმსუქნისაგან წარმოქმნილი ნიკაპქვეშ ჩამონაზარდი

 

ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ფხვნილი

1

ფხვნილი _  ნაფშვენი, ნაფხვენი სარეცხის საშუალება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რეცხვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებთ, მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფხვნილი

100

ფხვნილი  _  ფხვიერ ნაწილაკებად ქცეული რამე, ნაფშვენი, ნაფხვენი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფუნჯი

99

ფუნჯი _  ტარზე დაგებული ბალნისა თუ ჯაგრის კონა რისამე (საღებავის, წებოს, საპნის) წასასმელად

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია მარცხენა ხელის თითები, მარჯვენა ხელზე გაშლილია არათითი, საჩვენებელი და შუა თითები, ნეკი და ცერი ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფრჩხილი

98

ფრჩხილი  –    რქოვანი წანაზარდი თითის წვერზე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვვეით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ გადაადგილდება და საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფეხსაცმელი

97

ფეხსაცმელი  _  ფეხზე ჩასაცმელი, ფეხის სამოსი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მარჯვენა ხელის თითების ქვეშ განთავსებული, გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფარული კენჭისყრა

96

ფარული კენჭისყრა  ფარული ხმის მიცემით რაიმე საკითხის გადაწყვეტა ან ვისიმე არჩევა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ –  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერი ჯერ მარჯვენა ლოყას ეხება მსუბუქად და ქვევით მოძრაობს, შემდეგ – მარცხენას და ისევ ქვევით მოძრაობს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება ყელს; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელის აწევა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

 

 

 

კატეგორია: