მოტეხილი

32

მოტეხილი  მოხუცებული, დაუძლურებული, დასუსტებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოხუცი“ – ლოყასთან განთავსებული ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

მოტეხილი

31

მოტეხილი   მომტვრეული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ქვევითაა განთავსებული და მარცხნივ მოძრაობს, მარცხენა ზევითაა და მარჯვნივ გადაადგილდება.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მოტეხვა

30

მოტეხვა  გადმოწევა და ტეხით მოცილება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

 

კატეგორია:

მოსვენება

29

მოსვენება   დასვენება,  დასაძინებლად დაწოლა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები მკერდს ეხება და სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მოსაწვევი

28

მოსაწვევი     მოსაპატიჟებელი ბარათი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპატიჟება“   ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მოგონილი

26

მოგონილი  შექმნილი, წარმოქმნილი, გამოგონილი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და საფეთქელზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

მიღებული

25

მიღებული   რაც მიიღეს, აღებული, გამორთმეული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღება“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელი ზევით მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“   სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მინდორი

24

 

მინდორი           სწორი და ბალახიანი ადგილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ / „მცენარე“ ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფაროდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, შემდეგ ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მილოცვა

23

მილოცვა  _ სიხარულის გამოცხადება ვინმესთვის მისი წარმატების ან რამე სასიამოვნო მოვლენის გამო

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მიზეზი

22

მიზეზი   ის მოვლენა, გარემოება, რომელიც იწვევს, აპირობებს, ხელს უწყობს, საფუძველს უქმნის სხვა, ახალი მოვლენის წარმოშობას

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული  მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მეწილე

21

მეწილე  _  წილის მფლობელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: