მეტად

20

მეტად   უფრო მეტად, უმთავრესად, განსაკუთრებით

 

ორნაწილიანი, ორხელიანი ასიმეტრიული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით გამოსახულია ღია წრე, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეტად“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მესამე

19

მესამე    რიგით სამი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ფართოდ გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ქვევით გადაადგილდება თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მე

18

მე   აღნიშნავს მოლაპარაკეს

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

მდინარე

 

მდინარე    ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარე დიდი წყალი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.17

კატეგორია:

მგელი

16

მგელი   ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახული ღია წრე, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

მამა

15

მამა  კაცი თავისი შვილების მიმართ, მშობელი კაცი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ ნიკაპს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

კატეგორია:

მაგალითი

14

მაგალითი  –  1. მაგალითი დებულების დასამტკიცებლად ან ასახსნელად მოყვანილი ცალკეული ფაქტი, ნიმუში; 2. მისაბაძი საქციელი თუ მოვლენა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით და სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ლობიანი

4

ლობიანი  _   ლობიოს ღვეზელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლობიო“  _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი და ზევით აღმართული ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მაჯაში ტრიალებს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხაჭაპური“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ასევე განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლექსიკონი

2

ლექსიკონი  _  წიგნი, რომელშიც სიტყვები განმარტებულია ან ნათარგმნია სხვა ენაზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მოცემულია ძველი ანბანის ლ დაქტილი და სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვების ჩამოწერა“ /„სიტყვების ჩამონათვალი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლექსიკა

1

ლექსიკა  _  სიტყვების მარაგი, ლექსიკური შემადგენლობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერით და საჩვენებელი  თითით გამოსახულია ღია წრე, ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვების ჩამოწერა“ /„სიტყვების ჩამონათვალი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მოხრილი ცერით და საჩვენებელი  თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

კუპატი

098

კუპატი  _  დაკეპილი ხორცით ან შიგნეულით გატენილი ნაწლავი, ძეხვი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

კუბდარი

097

კუბდარი  _ ხორციანი ღვეზელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხორცი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხაჭაპური“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ასევე განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

კუ

096

კუ  _  ნელა მოძრავი ქვეწარმავალი, რომლის სხეულიც დაფარულია ძვლოვანი ბაკნით

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, განზე გაწეულია ცერები, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, ბოლო ფაზაში ცერები მოხრილია ფალანგებში.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

კატეგორია:

კითხვა

095

კითხვა   _   დაწერილი ან დაბეჭდილი ტექსტის ამოცნობა (ასოებით)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

კერძო

094

კერძო _   ცალკეული პირის კუთვნილი,  ისეთი, რაც არ ეკუთვნის სახელმწიფოს ან საზოგადოებას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მკერდს ქვევით სხეულზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და ხელი ისევ ეხება სხეულს და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: