იღლია

091

იღლია  _  მხრის ძირი; ჩაღრმავება, ფოსო ადამიანის მკლავის ტანთან შეერთების ადგილას 

 

ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა იღლიას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ისევ

090

ისევ     კვლავ, ძველებურად, კვლავინდებურად, ხელახლა, კიდევ

 

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ის

089

ის  მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

იგივე

088

იგივე    ისევ იგი, ისევ ის

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ჯერ სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული, შემდეგ კი – განსვლითი ტრაექტორიის მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ია

087

ია   გაზაფხულის სურნელოვანი ლურჯი ყვავილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითებით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: