თუ

086

თუ    მიუთითებს გარკვეულ პირობაზე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

თვალადი

085

თვალადი  კარგი შესახედაობის, კარგი გარეგნობის მქონე, მოხდენილი, ლამაზი, ახოვანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვემოთ /სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია თვალთან სახეზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

 

კატეგორია:

თერმომეტრი

084

თერმომეტრი  _    ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყო

 

ერთხელიანი, დინამიკური,  პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მკერდთან განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი მარცხენა იღლიის ქვეშაა განთავსებული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

თერაპევტი

083

თერაპევტი  _  თერაპიის სპეციალისტი ექიმი, შინაგან სნეულებათა ექიმი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა მარჯვნივ და ხელი მარჯვენა მხარეს ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

თაღი

082

თაღი      კარ-სარკმლისა ან სვეტების თავზე გადავლებული მრუდხაზოვანი,  მრგვლოვანი ფორმის შემკვრელი ნაგებობა  

 

ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას მარცხნიდან მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ზურგი

081

ზურგი  _   ადამიანის სხეულის უკანა მხარე კისრის ქვევით (წელამდე); ცხოველის სხეულის ზევითა მხარე კისრიდან მოყოლებული (გავამდე, ბოლომდე …)

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ბეჭს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ზრუნვა

080

ზრუნვა   წუხილი, დარდი, ფიქრი ვინმეზე ან რამეზე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ზევით აღმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა  დონეზე.

 

კატეგორია:

ზოდიაქო

079

ზოდიაქო  _  ასტრონომიული კალენდარული ნიშნები, ცის სფეროს წარმოსახვითი სარტყელი, რომელიც შედგება  12 თანავარსკვლავედისაგან

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზედაპირი

078

ზედაპირი  _    საგნის გარეგანი, ზევითა ნაწილი, ზედაფენა, ზედა შრე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვერ

077

ვერ –    უარყოფითი ნაწილაკი; იხმარება ზმნასთან და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ამა თუ იმ მოქმედების შესრულება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ვენა

076

ვენა    სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი ცოცხალი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებიდან მიედინება გულისაკენ

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელის ზედაპირზე მაჯასთან წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

 

კატეგორია:

ველი

075

ველი   დიდ ფართობზე გადაშლილი უტყეო ვაკე, ჩვეულებრივ ბალახიანი, დიდი მინდორი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მცენარე“ / „ამოსვლა“/ „აღმოცენება“   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვალი

074

ვალი  სესხად აღებული ფული, ნისიად წაღებული საქონლის საფასური და სხვა მსგავსი თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი

 

ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი გაშლილი თითებით ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

კატეგორია:

ეს

073

ეს    ნაცვალსახელი, მიუთითებს პირველ პირთან ახლო მყოფ საგანზე

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მხართან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

 

კატეგორია:

ერი

072

ერი   ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია: