დალევა

057

დალევა  _  სითხის მიღება, შესმა

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი,  მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და რკალური ფორმით მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

დათრგუნვა

056

დათრგუნვა  _  დაჯაბნა, დაბეჩავება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

და

054

და _ მაერთებელი კავშირი (ფრაზის ორი ერთგვარი წევრისა ან ორი წინადადების)

 

ფორმა მოცემულია ძველი ანბანის დაქტილებით (დ, ა).

კატეგორია:

და

053

და  _ ერთი დედ-მამის (ან ერთ-ერთი მათგანის) ქალიშვილი სხვა შვილების მიმართ

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ეშვება ქვევით და ზევით აღმართული საჩვენებელი თითით ეხება მარჯვნივ მიმართულ მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გუგა

052

გუგა    თვალის ფერად გარსში მოქცეული მრგვალი ხვრელი, საიდანაც შედის სინათლე, თვალისჩინი, ბაია

 

ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, საჩვენებელი თითი გაშლილი და სახისკენ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა თვალისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

გრამი

051

გრამი      წონის ერთეული

 

ჟესტის პირველი ნაწილი წარმოდგენილია ძველი ანბანის გ დაქტილით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წონა“ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გრამატიკა

050

გრამატიკა  ენის მეცნიერული აღწერა, მორფოლოგიური და სინტაქსური სისტემები

 

ჟესტი წარმოდგენილია ძველი ანბანის გ დაქტილით.

 

კატეგორია:

გისოსი

049

გისოსი  _  რკინის დამცავი ბადე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, მარცხენა ხელის თითები ზედ ადევს მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს, ორივე ხელით ერთდროულად სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია: