გაწურვა

048

გაწურვა   მოჭერით, დაწნეხით წვენის, სითხის გამოდენა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით და ზევით განთავსებული ცერებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გაწითლებული

047

გაწითლებული     სახეალეწილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ სახის ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

გაცემა

046

გაცემა    ღალატი, დაბეზღება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირი“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამყიდველი“ ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

გაქრობა

044

გაქრობა    1. გაუჩინარება  2. წვის შეწყვეტა, დავსება, დაშრეტა,  ჩაქრობა, დაქრობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ნიკაპთანაა მიტანილი, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ, ბოლო ფაზაში მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

გაფრთხილება

043

გაფრთხილება   მოსალოდნელი საფრთხის  წინდაწინ გრძნობა, სიფრთხილის გამოჩენა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყოფნა“ / „იყავი“ ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ზემოთ აწეული ცერი თითით ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ სიფრთხილე“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გაუფრთხილებლობა

042

გაუფრთხილებლობა    სიფრთხილის უქონლობა, სიფრთხილის გამოუჩენლობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ სიფრთხილე“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გარეუბანი

041

გარეუბანი    არაცენტრალური უბანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბანი“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“/ „ადგილი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გარემო

040

გარემო   არემარე, მიდამო, რაიმეს გარემომცველი ადგილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წრე“ / „ირგვილივ“ – წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება წინ მიმართული რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“/ „ადგილი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გარეთ

039

გარეთ     კარში, სახლის გარე, ცის ქვეშ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქუჩა“ –  ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“ / „ადგილი“   ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გაჟღენთა

038

გაჟღენთა     სითხის ან სუნის გაჯდომა- გაჯერება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადინება“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რბილი“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

განცდა

037

განცდა    ძლიერი ემოციური მდგომარეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი

სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

განსახიერება

036

განსახიერება    სახის წარმოდგენა, სახის გამეორება-გადაღება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

განიარაღება

035

განიარაღება იარაღის აყრა, წართმევა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „იარაღი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითები მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაყრა“ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები მოხრილი თითების  წვერების ეხება, სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გამხდარი

034

გამხდარი    მჭლე, სუსტი აღნაგობის ცხოველი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია   ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ხელები ერთმანეთს ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა  მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გამოცხადება

033

გამოცხადება   ინფორმაციის, ცნობის ან ამბის გამოქვეყნება, საჯაროდ გამოტანა, გამომზეურება (ზოგადად)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: