ბულიონი

029

ბულიონი  _ ხორცის ნახარში,  წვნიანი

 

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ბუ

028

ბუ   _  ღამის მტაცებელი ფრინველი, აქვს დიდი თავი და დიდრონი თვალები, მოგრძო, მოკაუჭებული ნისკარტი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება თვალების გარშემო, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ბლანკი

027

ბლანკი  _  1.ქაღალდის ფურცელი, რომლის თავზეც დაბეჭდილია დაწესებულების ან ფირმის რეკვიზიტები; 2. ნაბეჭდი ფურცელი (ტრაფარეტი), რომლის ცარიელ ადგილებს ავსებენ სათანადო ჩანაწერებით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ემბლემა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია  მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბიძგი

026

ბიძგი  _  ხელის ან მხრის კვრა, იმპულსი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვებენელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ბეცი

025

ბეცი _  სუსტი მხედველობის მქონე, ახლომხედველი, ცუდად მხედველი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება თვალს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ბელი

024

ბელი  _ დათვის ნაშიერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბე

023

ბე _   თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი ქვემოდან და დანარჩები თითები ზემოდან. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბატკანი

022

ბატკანი  _   ცხვრის ნაშიერი ექვს თვემდე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, იკონური  სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ბარათი

021

ბარათი  _ წერილი,  პატარა ზომის ფურცელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბაჟე

020

ბაჟე  _   უმად შეკმაზული ნიგვზისა და ნივრის საწებელი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, არათითი და შუათითი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები, ბოლო ფაზაში ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და ზევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ახლა

019

ახლა  _  ამჟამად, ამ მომენტში, ლაპარაკის დროს, ამჯერად

 

ორხელიანი, სიმეტრიული სტატიკური ჟესტი, ხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

აღსარება

018

აღსარება _ ერთ-ერთი შვიდსაიდუმლოთაგანი, რომლის დროსაც მორწმუნე უფლის წინაშე აღიარებს და ინანიებს თავის ცოდვებს, ხოლო მღვდელი უფლის სახელით შეუნდობს მას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღსარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული იმავე კონფიგურაციით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაბარება“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს, ხელები წინ მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აღმსარებლობა

017

აღმსარებლობა _ ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრობა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „გაყოლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აღმოცენება

016

აღმოცენება _  მიწიდან ამოსვლა (მცენარის),სვლა (მოძრაობა) ქვევიდან ზევით

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია: