ჯიუტი

5

ჯიუტი  _ კერპი, თავნება, უტეხი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი მსუბუქად ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ჯილდო

3

ჯილდო _  საპატიო საჩუქარი დამსახურების, ღვაწლის აღსანიშნავად

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯიგარი

2

ჯიგარი – ჟარგონული სიტყვა სამეტყველო ქართულში _ გემრიელი, კარგი ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟკაცი“_  სხეულისკენ მიმართულია ულვაშთან განთავსებული ხელისგული, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი და ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯიბე

1

ჯიბე  _ ტანსაცმელზე მიკერებული პატარა პარკი რამის ჩასადებად

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება მოძრაობა ქვევით, ხელი ეხება გვერდს. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

კატეგორია:

ჯვარი

10

ჯვარი  _ ქრისტიანული კულტის სიმბოლო – გრძელი ვერტიკალური ღერო, რომელზედაც პერპენდიკულარულად არის გადაჭდობილი მეორე, უფრო მოკლე ღერო

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება და გამოსახულია ჯვრის ფორმა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯერჯერობით

9

ჯერჯერობით _  ჯერ კიდევ, აქამდის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯერ“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დროებით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ლოყას.ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ჯერ

8

ჯერ  _  პირველ რიგში, სხვაზე ადრე, პირველად, უწინ

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ჯემი

7

ჯემი _   შაქრით მოხარშული და აზელილი ხილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“_ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მარჯვენა ლოყას, სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წასმა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ორჯერადი მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯგუფი

6

ჯგუფი _  რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მყოფი ვინმე (ან რამე), გუნდი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებითა და ზევით აწეული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯაჭვი

5

ჯაჭვი  _  ერთმანეთში გაყრილი ლითონის რგოლების მწკრივი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს წრეების ფორმით, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს ჯაჭვურად ებმის ცერებით და საჩვენებელი თითებით, ბოლო ფაზაში ხელები ერთმანეთს სცილდება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯაშუში

4

ჯაშუში _   1. პირი, რომელიც რომელიმე მთავრობის დავალებით იგებს სხვა სახელმწიფოს სამხედრო საიდუმლოს;  3. მაბეზღარი ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამბის მიტანა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ჯარისკაცი

3

ჯარისკაცი _  რიგითი სამხედრო მოსამსახურე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯარი“_ მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ჯარი

2

ჯარი _  შეიარაღებული ადამიანების ერთობლიობა, ლაშქარი, არმია

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯანმრთელობა

1

ჯანმრთელობა  _  ჯანმრთელად ყოფნა, ჯანის სიმრთელე, ჯანსაღობა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ხელები მსუბუქად ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში მუშტებად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჯანმრთელი

10

ჯანმრთელი  _   ჯანსაღი, ჯანიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ _ ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ხელები მსუბუქად ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში მუშტებად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: