ხშირი

4

ხშირი _  1. ახლო-ახლო, ზედიზედ ამოსული, მიჯრილი; 2. რაც ზედიზედ მეორდება,  მრავალგზისი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ხუჭუჭა

3

ხუჭუჭა  _  ვისაც ხუჭუჭი თმა აქვს, ხუჭუჭთმიანი, თმახუჭუჭა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ოდნავ მოხრილია თავის დონეზე განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია თავის დონეზე.

კატეგორია:

ხურდა

2

ხურდა _  რისამე ყიდვის დროს მსხვილი ფულიდან მიღებული ნაშთი, წვრილი ფული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხურდა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენას და სამჯერ ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებით მოძრაობას სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ხუმრობა

1

ხუმრობა  _  ენამახვილობა მსმენელთა გასამხიარულებლად, ოხუნჯობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასხარა“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება ცხვირის წვერს, დანარჩენი თითები ირხევა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზევით მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ხუთშაბათი

10

ხუთშაბათი  _  კვირის მეოთხე დღის სახელწოდება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარხცნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ხუთი

9

ხუთი  _    რიცხვი 5, ორი და სამი

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ხროვა

8

ხროვა  _  მტაცებელ ცხოველთა გუნდი, ერთად თავმოყრილი ცხოველები

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი  თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი  თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია

მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, შემდეგ ფაზაში წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით ასრულებს  რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ხრამი

7

ხრამი  _ კლდიანი ღრმა ხევი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის წრიული მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ხოცვა

6

ხოცვა _  ბევრის მოკვლა, სიცოცხლის მოსპობა, შეწყვეტა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ხოტბა

5

ხოტბა  _    ქება-დიდება, შექება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ხორცი

4

ხორცი _  დაკლული ცხოველის ან ფრინველის სხეული, რომელსაც საჭმელად იყენებენ

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ხორბალი

3

ხორბალი _ მარცვლოვანთა ოჯახის უმთავრესი პურეული მცენარე, რისგანაც აცხობენ პურს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „პური“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარცვალი“ – ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი საჩვენებელი თითის წვერს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ხომალდი

2

ხომალდი    _    დიდი საზღვაო გემი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი და წინ მიმართული თითებით ზევით მიმართულია ხელისგულები, თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება სხეულისკენ მიმართული, განსვლითი მოძრაობა, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ხმელი

1

ხმელი _     სისველეს მოკლებული, მშრალი, გამხმარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ცხვირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამხმარი“ / „მშრალი“ – მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ხმელეთი

10

ხმელეთი  _  მიწა, მშრალი ადგილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელს გაშლილი თითებით უჭირავს გაშლილი  მარცხენა ნეკი, მარცხენა ხელის დანარჩენი თითები  შეკრულია მუშტად, ხელები მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდორი“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული  ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: