წყურვილი

6

წყურვილი  _  წყლის სმის სურვილი, ნდომა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ყელთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს და ხელი ეხება ყელს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წყობა

5

წყობა  _ ლაგება, დება, განლაგება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ცერები ეხება გაშლილი და წინ მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წყნარი

4

წყნარი   _      ნელი, აუჩქარებელი, მშვიდი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზედა  ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წყლული

3

წყლული  _ ჭრილობა, იარა, სხეულის ჩირქოვანი ფორმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაგროვილი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ასრულებს სამჯერად  მოძრაობას ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წყენინება

2

წყენინება   _ საწყენი, არასასიამოვნო, გასაჯავრებელი რისამე შეხვედრება ან თქმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინდისი“ _ მარცხნივ და ქვევით მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და თითები უფრო იხრება ფალანგებში, ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წყევლა

1

წყევლა  _  კრულვა, შეჩვენება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სატანა“ _ მარჯვნივ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში გაშლილი თითები ფალანგებში იხრება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვიერი შეურაცხყოფა“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წყარო

10

წყარო _   ზედაპირზე ამოხეთქილი მიწისქვეშა წყლის ნაკადი, მიწიდან ან კლდიდან გამომდინარე წყალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი მაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ – ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩანჩქერი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის სამჯერადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

 

 

კატეგორია:

წყალდიდობა

9

წყალდიდობა  _ თოვლის დნობის ან დიდი წვიმების დროს მდინარეების, წყლების ადიდება (და ნაპირების გადმოლახვა).

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადიდება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წყალი

8

წყალი _   უფერული, გამჭვირვალე სითხე, რომელიც იხმარება სასმელად, სარეცხად, საბანად, სარწყავად

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  სახის დონეზე.

კატეგორია:

წუხილი

7

წუხილი  _  მოუსვენრობა, დარდი, ჯავრი, ვარამი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წუმპე

6

წუმპე  _  მყრალი ლაფი, დაგუბებული უსუფთაო წყალი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელის თითები გაშლილია, ხელები ინაცვლებენ პოზიციებს და კონფიგურაციებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წუთისოფელი

5

წუთისოფელი  _  ეს ქვეყანა, ამქვეყნიური ცხოვრება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „წუთი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაქრობა“ _ ზევით მიმართული ხელისგულები გაშლილი თითების წვერებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოვრება“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წუთი

4

წუთი  _ დროის მონაკვეთი, რომელიც შეადგენს საათის ერთ მესამოცედ ნაწილს და შეიცავს სამოც წამს

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში ქვევით

მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წრე

3

წრე _  სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია წრეხაზით

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წონა

2

წონა _  სასწორით რისამე სიმძიმის გაგება,  სხეულის სიმძიმე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: