ძებნა

10

ძებნა  _   ძიება, პოვნის, მონახვის მცდელობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

რმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ძგერა

9

ძგერა  _ გულის კუნთების პერიოდული შეკუმშვა-გაფართოებით გამოწვეული რიტმული ტოკვა (გულისა)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფეთქვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ძახილი

8

ძახილი  _   ხმამაღლა ხმობა, მოწოდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვირილი“ _ მარცხნივ  მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი  და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოძახება“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელის თითები იხრება ზედა ფალანგებში, ბოლო ფაზაში სხეულისკენ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული და ხელი ეხება მარცხენა ცერს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ძაღლი

7

ძაღლი _  მგლის მოდგმის გაშინაურებული ცხოველი, რომელსაც იყენებენ ნადირობისას, ქონების დასაცავად

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და ერთად შეტყუპებული, გაშლილი და ზედა ფალანგებში სწორად მოხრილი ოთხი თითი ნაპრალს ქმნის,  გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ძარღვი

6

ძარღვი _   სისხლძარღვი, სისხლის სადინარი ელასტიკური მილი ორგანიზმში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ / „სისხლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული  საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის  შემდეგი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხენა ხელს მაჯასთან ეხება ფართოდ გაშლილი თითებით ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით. ჟესტი  სრულდება სახისა და მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

 

კატეგორია:

ძალიან

5

ძალიან  _  ძლიერ, ძალზე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითები და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ძალადობა

4

ძალადობა  _  ძალის ხმარება, ძალმომრეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და ისევ ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალდატანება“ /„იძულება“ _  გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული განთავსებულია მარჯვენა ხელის ქვეშ, წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ძალა

3

ძალა  _ კუნთების ენერგია, რომელიც წარმოადგენს მოძრაობისა და მუშაობის წყაროს, ღონე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და ისევ ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ძაბრი

2

ძაბრი  _  კონუსის მოყვანილობის თავფართო მოკლე მილი, რომელიც იხმარება პირვიწრო ჭურჭელში სითხის ჩასასხმელად

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და მარცხნივ მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ძაბვა

1

ძაბვა  _  1.ჭიმვა, ძაბვა; 2. ვოლტაჟი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დენი“ _ ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ასევე წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სადენი“ _ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია,ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: