შექმნა

10

შექმნა _   გაჩენა, წარმოშობა, წარმოქმნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკაზმვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება შიგნით მიმართული რკალური ტრაექტორიის ორჯერადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეფიცვა

9

შეფიცვა _ ფიცის დადება, ფიცის მიცემა, ფიცით შეკვრა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მომდევნო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეფიქრიანება

8

შეფიქრიანება  _ საგონებელში ჩავარდნა, შეფიქრება, დაფიქრება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნდა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება არათითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შეფერხება

7

შეფერხება _  ხელის შეშლა, დაბრკოლება, შეჩერება, შეზღუდვა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეფასება

6

შეფასება  _  რისამე ფასის, ღირებულების განსაზღვრა, ფასის დადება, დაფასება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფასი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ _ მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით მარცხნივ მიმართულია ხელისგული, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეუწყვეტელი

5

შეუწყვეტელი  _ შეუჩერებელი, განუწყვეტელი, მუდმივი, გაბმული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამთავრება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ  მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ოდნავ ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შეუცვლელი

4

შეუცვლელი  _  ვისი ან რის შეცვლაც შეუძლებელია, უცვლელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაცვლა“ –  ქვევით  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, გაშლილი თითებით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში ზევით  მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეუფერხებელი

 

 3

შეუფერხებელი _ შეუნელებელი, შეუჩერებელი, გამუდმებული, დაუბრკოლებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეფერხება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეუფასებელი

2

შეუფასებელი  _  შეფასების დარეშე დარჩენილი, ძვირფასი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეფასება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შეუსვენებელი

1

შეუსვენებელი _   მოუსვენებელი, დაუსვენებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ /„გარდაცვალება“ _ მკერდზე მიდებული, მაჯებთან გადაჯვარედინებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შეურაცხყოფა

10

შეურაცხყოფა  _  უპატიოდ, უხეშად, არასაკადრისად მოპყრობა,  დამდაბლება, დამცირება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შეუკავებელი

9

შეუკავებელი  _  რაც ვერ შეაკავეს, ვერ შეაჩერეს, შეუჩერებელი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ _ ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, ზევით მიმართული ცერი სხეულს ეხება მკერდთან და ხელი ქვევით მოძრაობს; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

შეუთანხმებელი

8

შეუთანხმებელი _  რაც არ არის შეთანხმებული, მოუგვარებელი, დაუდასტურებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „თანხმობა“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

შეუთავსებელი

7

შეუთავსებელი  _  შეუწყობელი, შეუთანხმებელი, შეუხამებელი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთისკენ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შეტყობინება

6v

შეტყობინება  _ ცნობება, გაგებინება, თქმა, ამბის გადაცემა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუბლთან მიტანილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში მარცხნივ მიმართული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მხრებთანაა განთავსებული. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: