შესავალი

10

შესავალი _ 1. საიდანაც შედიან, შესასვლელი; 2. დასაწყისი, წინასიტყვა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შესაბამისი

9

შესაბამისი  _   შესატყვისი, შესაფერისი, სათანადო

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შერცხვენილი

8

შერცხვენილი _  სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდნილი, დარცხვენილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სირცხვილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მოხრილი თითების ზურგით ხელი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სირცხვილი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შერცხვენა

7

შერცხვენა _  სირცხვილის განცდა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება  მოძრაობა სხეულისკენ და თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საყვედური“ / „გაკიცხვა“  _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ  მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება წინ მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი წინ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

შერიგება

6

 

შერიგება  _ უმძრახად მყოფთაგან ერთმანეთისათვის ხმის გაცემა, დალაპარაკება;  მოწინააღმდეგეთა ერთმანეთთან შეთანხმება, მორიგება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შერთვა

5

შერთვა     _    შეუღლება, დაქორწინება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითები შემოჭდობილია მარცხენა არათითზე, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შერევა

4

შერევა  _  ერთის მეორეში გარევა, ერთმანეთში არევა, შეზავება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები

ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთზე გადაჭდობილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შეპირება

3

შეპირება _  სიტყვის, პირობის მიცემა; დაპირება, აღთქმა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული,

გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეპარვა

2

შეპარვა _  პარვით, მალულად, შეუმჩნევლად შესვლა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ჩუმად“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩებზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შესვლა“ _ წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შენობა

1

შენობა _  ნაგებობა, სახლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენობა-ნაგებობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული  გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შენელება

10

შენელება _  სიჩქარის, სისწრაფის მოკლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „ნელი“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაზი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.

 

კატეგორია:

შენება

9

შენება  _ საშენი მასალისაგან რაიმე ნაგებობის კეთება, დადგმა, აგება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება მოძრაობისას. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

შენახვა

8

შენახვა _  1. რისამე შემდეგისათვის ისე გადადება, რომ დაცული იყოს, დაცვა; 2. დაფარვა,  გაუმჟღავნებლობა; 3. თავის ან სხვისი რჩენა, საზრდოობა, მოვლა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ და ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული  თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შენაკადი

7

შენაკადი _  მდინარე, რომელიც სხვა მდინარეს ან ზღვას ერთვის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზღვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდინარე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შემცვლელი

6

შემცვლელი   _  მაგიერი, მონაცვლე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: