უდედო

10

უდედო _  ვისაც დედა არა ჰყავს, დედით ობოლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ –  მარცხნივ მიმართულია მარცხენა ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ლოყაზეა ხელი მიდებული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.