წაკითხული

3

წაკითხული     _        რაც წაიკითხეს,  წაკითხვით გაცნობილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „წაკითხვა“ _ ზევით  მიმართულია ნეკებით ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები  გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული  სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.