სტომატოლოგი

80

სტომატოლოგი  –   კბილის ექიმი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კბილი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექიმი“ – მარცხენა ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.