შეთვისება

20

შეთვისება  _   შეთანხმებით ყოფნა, შეგუება, შეწყობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზნე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.