სასაკლაო

2

სასაკლაო  _  ადგილი, სადაც საქონელს კლავენ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკვლა“ _ მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და განზე გაწეული ცერით მიმართულია ქვევით, მასთან ახლოს განთავსებულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.